მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:5

4. შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.“ ().

1.

პირველ ეპისტოლეში ამბობდა, რომ „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან" (); და კვლავ, იმავე ეპისტოლეში, სხვა ადგილას წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგში მსგავსი რამ მოხდება. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...იანისთვის შესაფერისთაგან არაფერი გააჩნია? თუ არაფერს აკეთებს იმათგან, რაც ღვთისმოსაობას ახასიათებს, არამედ უკეთურებით ელინებსაც გადააჭარბებს? თუ თანამყოფთა დასაზიანებლად არის? თუ ღმერთის გმობის მიზეზად არის? თუ საქმეებით მოძღვრებას ცილს სწამებს? „და ამათგანცა განეშორე" (), ამბობს. თუ, მაშასადამე, უკანასკნელ ჟამებში ასეთნი იქნებიან, როგორ ამბობს: „და ამათგანცა განეშორე" ()? სარწმუნოა, რომ მაშინაც იყვნენ ასეთნი ვინმენი, თუნდაც არა მეტისმეტად, მაგრამ მაინც იყვნენ; სინამდვილეში კი მისი მეშვეობით ყველას შეაგონებს, რომ ასეთებს განერიდონ. რადგან ამბობს: „რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად" ().

2.

ხედავ, რომ ისინი ძველი მოტყუებით სარგებლობენ, იმ იარაღით, რომელიც ეშმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...ქსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღმიდგა იგი სიტყუათა ჩემთა“. და კუალად იტყჳს: „რომელ-თა ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ, ამათ განეშორე“. და ტიტეს ეგრეთ მიუწერს, ვითარმედ: „ერესიოტსა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე“, რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩუენნი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზ ექმნებიან, არამედ იგინი უგულისხმოებითა და უკეთურები-თა სავსე არიან. ამისთჳს ბრძანებს უფალი, რაჲთა ესევითართა მათ გამომცდელთა და უკეთურებითა სავსეთა არა ვაუწყებდეთ საიდუმლოთა ღმრთისათა, რამეთუ მათცა არა სარგებელ ეყოფის ურწმუნოებისა მათისათჳს და ბილწებისა და ჩუენცა მიზეზ უმეტესისა ბრძოლისა გუექმნების მათი იგი მეცნიერებაჲ.

ამისთჳსცა ჟამსა მას წმიდათა საიდუმლოთასა დაკრძალვასა კართასა ჴმობს დიაკონი. არა თუ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა შინა არს რაჲმე ღირსი მალვისაჲ, რამეთუ იგინი არიან ყოვლისა პატიოსნებისა უპატიოსნეს და ყოვლისა დიდებულებისა უდიდებულეს და ყოვლისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს, არამედ უძლურებისა მისთჳ...

სრულად ნახვა