თარგმანი: აქაცა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა ამათ შემოკლებისაჲ, ვითარმედ ადრე ეგულების მისლვაჲ, რომლისათჳს წინა-განმზადებულ ჰყოფს, რაჲთა საქმეთა კეთილთა შემატებითა სურვილით და წადიერებით მიელოდის პირისპირ ხილვასა და ზრახვასა პირისა მის ღმრთისმეტყუელისასა.
13. მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა.14. რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.15. მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით.
3 იოვანე თავი 1