მაგრამ ელინთა მოწაფეებმა, ამ სტიქიის წინაშე აღტაცებასა და განცვიფრებაში მოსულებმა, ვეღარ შეძლეს შორს ხილვა და შემოქმედის დიდება, არამედ სტიქიაზე შეჩერდნენ და გააღმერთეს იგი. ამიტომაც ამბობს ნეტარი პავლე: „გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა" (). რა შეიძლება ამ ადამიანებზე უფრო უგუნური იყოს, ვინც ვერ შეძლეს ქმნილებისგან შემოქმედის შეცნობა და ასეთ ცთომილებაში ჩავარდნენ, რომ ქმნილება და დაბადებული შემოქმედის საფეხურზე აიყვანეს? ამიტომ საღვთო წერილი, რომელიც წინასწარ ხედავს უზრუნველ ადამიანთა ცთომილებისადმი მიდრეკილებას, გვასწავლის, რომ ეს სტიქია სამი დღის შემდეგ შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მიწაზე ყველა თესლი აღმოცენდა და მიწამ თავისი შემკობა მიიღო: ამის შემდეგ ნუ გაბედავს ვინმე თქმას, თითქოს მზის ხელშეწყობის გარეშე მიწის ნაყოფი ვერ მომწიფდეს. ამიტომ (მოსე) გიჩვენებს, რომ ყველაფერი მზის შექმნამდე იყო აღსრულებული; რომ ნაყოფთა მომწიფება არა მას მიაწერო, არამედ ყოვლისა შემოქმედს, რომელმაც თავდაპირველად თქვა: „აღმოამორჩენ...
დაბადებისა 1:17
16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.
დაბადებისა თავი 1