...ტით ჯილდოვდება, ისეთით, რაც ადამიანურ ძალას მრავალგზის აღემატება. ხედავ მართლის მოთმინებას? შეხედე ახლა, ეგვიპტიდან დაბრუნებისას, რა დიდი იყო მისი სიმდაბლე და რაოდენი სიმშვიდე. როცა ეგვიპტიდან დაბრუნდა დიდი სიმდიდრით, და მარტო არ იყო, არამედ ძმისწულიც თან ახლდა, „არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად" (), რადგან ბევრი ქონება ჰქონდათ, რის გამოც ლოტისა და აბრაამის მწყემსებს შორის შუღლი წარმოიშვა. მაშინ მართალმა, სულის სიმშვიდესა და სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე რომ ავლენდა, ლოტს მიუხმო და უთხრა: „ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ" (). თითქოს ასე უთხრა ლოტს: არაფერია მშვიდობაზე უკეთესი და არაფერია შუღლზე უარესი; მაშ, შუღლის ყოველი საბაბის მოსაშორებლად, აირჩიე, რომელი მიწა შენ გინდა, ხოლო მე მეორე დამრჩეს და შორს ვიქნებით ყოველი შუღლისა და დავისგან. ხედავ ამ კაცის სათნოებას? ახალგაზრდას უკეთესი მიწის არჩევანი დაუთმო, ხოლო თავად უარესით დაკმაყოფილდა. შეხედე ახლა, რა დიდი ჯილდო მიიღო ამ საქციელისთვის. ოღონდ კი განყოფა მოხდა და ლოტი წავიდა, ღმერთი ეუბნება აბრაამს: „აღიხილენ თუალნი შენნი", დათვალიერე მთელი ეს მიწა, ყოველი მხრიდა...
დაბადებისა 13:6
5. და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები.6. და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.
დაბადებისა თავი 13