მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:7

6. და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.
დაბადებისა თავი 13
7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):

...დაბ 13:6). შეხედე, როგორ ხდება სიმდიდრის სიუხვე მაშინვე გაყოფის მიზეზი, წარმოშობს განხეთქილებას, არღვევს თანხმობას, წყვეტს ნათესაობის კავშირს: „და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას" (). შეხედე, როგორ იწყებენ მსახურნი შუღლს; სწორედ აქედან წარმოიშობა ყოველთვის ბოროტება — მსახურთა ცუდი ზნისგან: „იქმნა, — ნათქვამია, — ბრძოლაჲ შორის მწყემსთა". ისინი აძლევენ გაყოფის საბაბს, არღვევენ თანხმობას, აშკარა მტრობას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. „ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას". რატომ შენიშნა ეს საღვთო წერილმა? რადგან თქვა, რომ „არა იტევდა მათ ქუეყანა დამკჳდრებად ზოგად", სურს მიზეზი აჩვენოს — იმიტომ „არა იტევდა", რომ ჯერ კიდევ ამ ხალხებით იყო დასახლებული. მაგრამ დავაკვირდეთ პატრიარქის ღვთისმოყვარე სულის განწყობას, როგორ ახშობს თავისი სიმშვიდით ანთებისთვის მზა ცეცხლს. „და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ" (). მიაქციე ყურადღება თავმდაბლობის სიღრმეს და სიბრძნის...

სრულად ნახვა