მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:9

8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.10. და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.
დაბადებისა თავი 13
9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მსახურთა ცოდვებში პატრონის პასუხისმგებლობა (13:9):

...ვართ ჩუენ"**. ხედავ სიმშვიდეს? ხედავ თავმდაბლობას? ისმინე, რაც შემდეგ მოსდევს, რათა მთელი მისი სიბრძნისმოყვარეობის სიდიადეს შეიცნო. როგორ მოხსნა დავა და შეწყვიტა შუღლი? „არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით" (). აქ დაინახე მართლის სიბრძნისმოყვარეობა და ღრმა თავმდაბლობა. და მანამდე, საყვარელო, დაფიქრდი, რა ზიანი მოაქვს სიმდიდრეს და რა არეულობას იწვევს დიდი სიუხვე. გამრავლდა ფარა, მოედინა დიდი სიმდიდრე — და მაშინვე გაწყდა თანხმობა, და იქ, სადაც მშვიდობა და სიყვარულის კავშირი სუფევდა, ჩხუბი და მტრობა გაჩნდა. მართლაც, სადაც „ჩემი" და „შენია", იქ ყველანაირი მტრობაა და შუღლის წყარო, ხოლო სადაც ეს არ არის, იქ თანხმობა და მშვიდობა უშფოთველად სუფევს. და, რომ ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს ნეტარი ლუკა იმათ შესახებ, ვინც თავდაპირველად რწმენას მოექცა: „იყო გული და გონებაჲ ერთ" () — ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ერთი სული ჰქონდა (როგორ შეიძლება ერთი სული სხვადასხვა სხეულებში?), არამედ გვაჩვენებს მათ შორის მტკიცე თანხმობას. თუ მართალი ძალზე დიდსულოვანი და სიბრძნისმოყვარე არ ყოფილიყო, გაბრაზდე...

სრულად ნახვა