...ი საღვთო წერილის ძალას, როგორ წინასწარ და დიდი ხნით ადრე გაგვიხსნა ის, რაც მოგვიანებით უნდა მომხდარიყო. „და აკურთხა აბრაამ, — ნათქვამია, — და თქუა: კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა" (). არამხოლოდ აკურთხა, არამედ ღმერთიც ადიდა; თქვა რა: „კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ", — ამით ქმნილებაში ღვთის ძლიერებება გაგვიხსნა, რადგან, თუ ღმერთი არის ის, ვინც ცა და მიწა შექმნა, მაშ, ღმერთები აღარ არიან ისინი, ვისაც ადამიანები (წარმართები) თაყვანს სცემენ: „ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის" (). „კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა". შენიშნე, როგორ არამხოლოდ მართალს აქებს, არამედ ღვთის შეწევნაზეც მიუთითებს, რადგან ზეციური შეწევნის გარეშე აბრაამი ვერ შეძლებდა ასეთი ძლიერი მტრების დაძლევასას. „რომელმან მოგცნა მტერნი შენნი", — ნათქვამია, — სწორედ მან აღასრულა ყველაფერი, მან ძლიერნი უძლურადად აქცია, მან შეიარაღებულნი უიარა...
დაბადებისა 14:19
18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.19. და აკურთხა აბრაამ და თქუა:20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.
დაბადებისა თავი 14