...ხელით დაამხო, მისგან მოვიდა შეწევნა, რომელმაც ასეთი დიდება მიანიჭა მათ. „რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა". ხედავ, როგორ გამოხატავს წერილი აბრაამის კეთილ განწყობასა და სიყვარულს ლოტის მიმართ, როგორ აჩვენებს, რომ ლოტის მტრებს თავის მტრებად მიიჩნევდა? „და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან" (). იმავეს ამბობს წმინდა პავლეც: „იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან" (). ანუ, ნადავლიდან, რასაც აბრაამი თან მოჰქონდა, მელქისედეკს გაუნაწილა, — კერძოდ, მოტანილის მეათედი ნაწილი გამოუყო, და ამით ყველასთვის მოძღვარი გახდა იმაში, რომ ღვთის მიმართ მადლიერი უნდა იყო და ყველაფრის პირველნაყოფი შესწირო, რასაც ღმერთი მოგვმადლებს. შემდეგ სოდომის მეფემ, პატრიარქის სულგრძელობით გაოცებულმა, უთხრა: „მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად" (). შესანიშნავია მეფის მადლიერება, მაგრამ შეხედე მართლის სიბრძნისმოყვარეობასაც. **„და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მო...
დაბადებისა 14:20
19. და აკურთხა აბრაამ და თქუა:20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.21. ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.
დაბადებისა თავი 14