მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:24

23. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა.24. ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი.
დაბადებისა თავი 14
24. ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მელქისედეკი — „მეუფე სიმართლისა" (14:24):

ორ რამეს სურს ასწავლოს სოდომის მეფეს: ერთი, რომ მისი ძღვენი მისთვის უმნიშვნელოა, რითაც დიდ სიბრძნისმოყვარეობას გამოავლენს, და მეორე, რომ სურს ღვთისმოსაობაში მოძღვარი გაუხდეს, და თითქოს ასე ასწავლის: არაფერს ავიღებ შენგან და შენვე მოგიხმობ მოწმედ იმას, ვინც ყველაფერი შექმნა, რათა შეიცნო ყველაფრის ზემდგომი ღმერთი და არ მიიჩნიო ღმერთებად ადამიანთა ხელით ნაკეთები. ის არის ცისა და მიწის შემოქმედი, მან მიანიჭა წარმატება ამ ბრძოლასაც და თავად არის ამ გამარჯვების მიზეზი. მაშ, ნუ ელოდები, რომ შენი ძღვენიდან რამე ავიღო: მე შურისძიება არა ჯილდოსთვის ავირჩიე, არამედ უპირველეს ყოვლისა ძმისწულისადმი სიყვარულით, ხოლო შემდეგ სამართლიანობის მოვალეობით, რომელიც ავალდებულებს, რომ უსამართლოდ ტყვეში ჩაგდებულნი მტერთა ხელიდან გამოიხსნა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა, — ამბობს, — მოვიღო ყოველთაგან შენთა", ანუ არაფერს, ყველაზე მცირესაც და ყველაზე უმნიშვნელოსაც, რადგან ტერფით ჩვეულებისამებრ ფეხსაცმლის ტყავის ვიწრო ზედა ნაწილს უწოდებენ, რომელსაც უხეში ხალხები იყენებენ. შემდეგ მიზეზსაც წარმოაჩენს, რატომ უარობს: „რათა არა სთქუა, — ამბობს, —...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის