მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 16:3

2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.4. და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.
დაბადებისა თავი 16
3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის თავშეკავება და სარას თავგანწირვა (16:3):

...ა მას, რითაც აჩვენა, რომ ამას არა უბრალოდ ვნებით, არა გულისთქმის ძალით გადაწყვიტა, არამედ თავისი შთამომავლობის შესანარჩუნებლად. „და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა" (). შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა. იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რომ იგი არ შეუდგა სარას სიტყვის შესრულებას მისი თქმისთანავე, წერილი ამბობს: „და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მეგჳპტელი მჴევალი მისი". წერილი თითქოს იმას გვიჩვენებს, რომ მან ამაზე მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავისი ცოლის ნუგეშისცემა და მისი რჩევის შესრულება სურდა. ხოლო, რომ ნათლად შეიცნო მამამთავრის უმანკოება და უკიდურესი თავშეკავება, ამბობს წერილი: მას შემდეგ, რაც სარამ ათი წელი იცხოვრა აბრაამთან ქანაანის მიწაზე. არა უმიზეზოდ აღნიშნა წერილმა დრო, არამედ იმისთვის, რომ გვეცნო, რამდენი წელი ითმინა მართალმა სულგრძელად ბერწობა და, ყოველგვარ ვნებაზე მაღლა მდგომმა, დიდი უმანკოება გამოიჩინა. უფრო მეტიც, ეს სიტყვები — „შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა" — წერილი იმისთვისაც ამატებს, რომ აქედან სხვა რამეც გავიგოთ. არა მთელი მათი თანა...

სრულად ნახვა