მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:14

13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?14. ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.15. ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.
დაბადებისა თავი 18
14. ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

შეხედე, როგორ კეთდება ყველაფერი სისწრაფით, ცხელი მოშურნეობით, გულითადობით, სიხარულითა და დიდი სიამოვნებით. „და ისწრაფა, — ნათქვამია, — შექმნად მისა" (დაბ 18:7–8). მაგრამ ამის შემდეგაც არ დამშვიდდა მოხუცი, არამედ კვლავ მსახურთა რიგში დადგა. „და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ" (). თავად ყველაფერს აკეთებს და წინ უდგამს. მან თავის თავი ღირსადაც კი არ მიიჩნია, რომ მათთან ერთად დამჯდარიყო, არამედ, სანამ ისინი ჭამდნენ, იგი მათ წინაშე იდგა ხის ქვეშ. რა დიადი სტუმართმოყვარეობა! რა ღრმა თავმდაბლობა! რა ამაღლებული, ღვთისმოყვარე სული! სანამ ისინი ჭამდნენ, ეს ასწლიანი ადამიანი მათ წინაშე იდგა. მგონია, რომ დიდი სიხარულისა და გულითადობის გამო იგი მაშინ თავისი უძლურების ზემოთ აღმაღლდა და თითქოს ახალი ძალები მოეცა. მართლაც, ხშირად ხდება, რომ სულის ცხელი მოშურნეობა, როცა გაძლიერდება, სხეულის უძლურებას ამარცხებს. მაშ, მამამთავარი იდგა, როგორც მონა, თავისთვის უდიდეს პატივად მიაჩნდა, რომ სტუმრებისთვის მომსახურებისა და მათი ძნელი გზის შემდეგ მოსვენების ღირსი შეიქნა. ხედავ, რა...

სრულად ნახვა
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...მას ღმერთი"** (). რას ნიშნავს გამოთქმები: „ვითარცა ჰრქუა, ვითარცა ეტყოდა"? ნიშნავს: როგორც უფალმა აღუთქვა მაშინ, როცა უცხოელის სახით ანგელოზებთან ერთად მამამთავარმა მიიღო მამრეს მუხასთან და, როცა თქვა: „ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე" (); — ისე აღსრულდა კიდეც. ის, რასაც ბუნება ვერ ახერხებდა, ის მათ იხილეს აღსრულებული, არა ადამიანურ საქმეთა ჩვეულებრივი წესით, არამედ ღვთიური მადლით. „და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ" (). უმიზეზოდ არ დაუმატებია საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. „და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). ასე იყო ბრძანებული ღვთისგან, რომ ახალშობილებს მერვე დღეს წინადასცვეთდნენ. შემდეგ, რომ ღვთის გამოუთქმელი ძალა კიდევ უფრო შეგვეცნო, რომლის წყალობითაც **„შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია...

სრულად ნახვა