მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:15

14. ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.15. ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.16. ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.
დაბადებისა თავი 18
15. ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...ამავე დროს დავბრუნდები, მაშინ სარა საქმით შეიცნობს, რომ არც სიბერე, არც მისი უნაყოფობა არ იქნება დაბრკოლება ძის შობისთვის; არამედ ჩემი სიტყვა შეუცვლელი და მოქმედი იქნება; ძის შობა მისი სიტყვის ძალას აჩვენებს. სარა, როცა მოისმინა, რომ მისი ზრახვები არ დაფარულა მოსულისგან, „უარ-ყო მეტყუელმან: არა განვიცინენ" (). შიშმა აუშალა გონება. წერილი ყველაფერს მის უძლურებას მიაწერს და ამბობს: „რამეთუ შეეშინა" (იქვე). მაგრამ მამამთავარი ეუბნება: „არა, არამედ განიცინენ" (იქვე). თუმცა, ამბობს, შენ გონებაში მოიფიქრე ეს და ფარულად გაიცინე, ნუ იფიქრებ, რომ მოსულის ყოვლისშემძლეობისგან შეგიძლია დამალვა; ნუ უარყოფ მომხდარს და ცოდვას ცოდვაზე ნუ ჰმატებ; ახლა დიდ სიკეთეებს მივიღებთ; ხოლო ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი სტუმართმოყვარეობაა.

7. შეგონება სტუმართმოყვარეობისა და გულუხვობისკენ

ყველანი მივბაძოთ მას და მეტად ვიზრუნოთ სტუმართმოყვარეობაზე, არა იმისთვის, რომ სანაცვლოდ მხოლოდ ეს წარმავალი და ხრწნადი სიკეთეები მივიღოთ, არამედ, რომ მომავალ ცხოვრებაშიც უკვდავი სიკეთეებით ტკბობა მოვიმზადოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენც ღირსნი გავხდებით, აქ ქრისტე მივიღოთ, თავადაც იგი მიგვიღებს მისი მოყვარეებისთვის განმზადებულ სამკვიდრებლებში და ჩვენ მოვისმენთ მისგან: **...

სრულად ნახვა