...რისგან შეიქმენი, ნუთუ ინდომებდი ოდესმე მათ, უკვე არსებულთა, განადგურებას, მათი ცოდვების სიმრავლე რომ არ ყოფილიყო ასეთი? ამიტომ კვლავ ვთხოვ და ვევედრები: „უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო" (). ვინ შეაქებს ღირსეულად ყველაფრის მეუფეს ასეთი სულგრძელობისა და შეწყნარებისთვის, ან ვინ საკმარისად შეანატრებს მართალს, რომელმაც ასეთი კადნიერება მიიღო? „და შესძინა, — ნათქვამია, — მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს" (). შემდეგ, თითქოს ეშინია ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობის კვლავ გამოცდისა და შიშობს, რომ უკვე საზღვრებს გადამცდარი არ აღმოჩნდეს და შუამდგომლობაში დასაშვებ ზღვარს არ გასცდეს, ამბობს: „ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი" ()? რადგან ხედავდა, რომ ღმერთი მოწყალებისკენ იხრება, უკვე თანდათანობით კი არ ამცირებდა, არამედ ხუთის ნაცვლად ათი ჩამოაკლო მართალთა რიცხვს, და ასე აგრძელებს შუამდგომლობას და ამბობს: **„იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არ...
დაბადებისა 18:28
27. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.28. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.29. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.
დაბადებისა თავი 18