...დაბ 18:28). ვინ შეაქებს ღირსეულად ყველაფრის მეუფეს ასეთი სულგრძელობისა და შეწყნარებისთვის, ან ვინ საკმარისად შეანატრებს მართალს, რომელმაც ასეთი კადნიერება მიიღო? „და შესძინა, — ნათქვამია, — მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს" (). შემდეგ, თითქოს ეშინია ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობის კვლავ გამოცდისა და შიშობს, რომ უკვე საზღვრებს გადამცდარი არ აღმოჩნდეს და შუამდგომლობაში დასაშვებ ზღვარს არ გასცდეს, ამბობს: „ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი" ()? რადგან ხედავდა, რომ ღმერთი მოწყალებისკენ იხრება, უკვე თანდათანობით კი არ ამცირებდა, არამედ ხუთის ნაცვლად ათი ჩამოაკლო მართალთა რიცხვს, და ასე აგრძელებს შუამდგომლობას და ამბობს: „იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო, უკუეთუ ვპოვო მუნ ოცდაათნი" (იქვე). შეხედე, რა დაჟინებულობაა მართალში! ის ისე გულმოდგინედ ზრუნავს სოდომელთა ხალხის გადარჩენაზე მოსალოდნელი სასჯელისგან, თითქოს თავად უნდა დაექვემდებაროს იმავე მსჯავრს. „და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა. უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს"...
დაბადებისა 18:29
28. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.29. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.30. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.
დაბადებისა თავი 18