მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:5

4. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.5. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.6. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.
დაბადებისა თავი 18
5. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის თავმდაბალი სტუმართმოყვარეობა (18:2-5):

ვისწავლოთ და მივბაძოთ მართლის სათნოებას. თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, რა თქმა უნდა, ჩვენც ოდესმე ასეთივე ნანადირევს მივიღებთ, უფრო სწორად — ყოველთვის შეგვიძლია ეს ხელთ გვქონდეს, თუ მოვისურვებთ. კაცთმოყვარე უფალი, რომ სტუმართმოყვარეობის საქმეში ნელი არ ვიყოთ და მგზავრებს არ გამოვკითხოთ, ვინ არიან და საიდან, ამბობს: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს". მაშ, ნუ შეხედავ მგზავრის გარეგნულ უმნიშვნელობას და გარეგნობის მიხედვით ნუ დაამცირებ, არამედ იფიქრე, რომ მასში შენს უფალს იღებ. ამიტომ, როცა უფლის სახელისთვის სტუმარს მოუვლი, ისეთ ჯილდოს მიიღებ, თითქოს თავად უფალი მიგეღო, და თუნდაც შენი სტუმართმოყვარეობით მოსარგებლე ადამიანი უზრუნველი და ზარმაცი იყოს, ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას: სრული ჯილდო მოგეცემა იმისთვის, რომ ამას უფლისთვის აკეთებ და მამამთავრის სათნოებას მიბაძავ. „და იხილნა რაჲ, — ნათქვამია, — მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა". კარგად არის აქ ნახმარი სიტყვა „მირბიოდა", რომ იცოდე: მგზავრები, როგორც უცნობნი, გვერდით ჩაუვლიდნენ და თავად არ მიუახლოვდებოდნენ კარავს. ამიტომ, რომ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის