მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:6

5. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.6. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.7. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.
დაბადებისა თავი 18
6. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამისა და სარას ერთობლივი მსახურება (18:5-7):

ხედავ, როგორ მიმართავს სხვადასხვა საშუალებას, რომ მგზავრები დაარწმუნოს და თავისთან მიიზიდოს: თაყვანისცემასაც, სიტყვებსაცა და ყველა ხერხს. ჯერ, ნათქვამია, თაყვანი სცა; შემდეგ უფლებს უწოდა, ხოლო თავის თავს — მონას; მერე თქვა, როგორი მოწვევა ეკუთვნოდათ, თავმდაბლად საუბრობდა ამაზე და აჩვენებდა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა. მე შემიძლია, ამბობს, ფეხის დასაბანად უბრალო წყალი მოგართვათ, პური და მუხის ჩრდილი. ნუ უგულებელყოფთ ჩემს კარავს, ნუ მოიძაგებთ ჩემს სიბერეს, ნუ უარყოფთ ჩემს თხოვნას. ვიცი, რა ღვაწლი აიტანეთ, წარმოვიდგენ სიცხის ალს; ამიტომ მსურს ცოტათი დაისვენოთ. რომელმა გულმოწყალე მამამ გამოიჩინა ასეთი მოშურნეობა თავისი შვილებისადმი, რა მოშურნეობაც მამამთავარმა გამოავლინა უცნობი, უცხო, მანამდე სრულებით ნაუცნობი ადამიანებისადმი? მაგრამ, რადგან დიდი მოშურნეობითა და დაჟინებით მიმართა, ნადავლიც მიიღო, ნანადირევი თავის მახეებში ჩაიგდო. „და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ" (). გაცოცხლდა მოხუცი; საუნჯე, ამბობს, ჩემს ხელშია; სიმდიდრე მივიღე; ახლა ჩემს სიბერესაც დავივიწყებ. და შეხედე, რა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის