მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:8

7. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.8. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.9. და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.
დაბადებისა თავი 18
8. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...15)

შეხედე, როგორ კეთდება ყველაფერი სისწრაფით, ცხელი მოშურნეობით, გულითადობით, სიხარულითა და დიდი სიამოვნებით. „და ისწრაფა, — ნათქვამია, — შექმნად მისა" (დაბ 18:7–8). მაგრამ ამის შემდეგაც არ დამშვიდდა მოხუცი, არამედ კვლავ მსახურთა რიგში დადგა. „და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ" (). თავად ყველაფერს აკეთებს და წინ უდგამს. მან თავის თავი ღირსადაც კი არ მიიჩნია, რომ მათთან ერთად დამჯდარიყო, არამედ, სანამ ისინი ჭამდნენ, იგი მათ წინაშე იდგა ხის ქვეშ. რა დიადი სტუმართმოყვარეობა! რა ღრმა თავმდაბლობა! რა ამაღლებული, ღვთისმოყვარე სული! სანამ ისინი ჭამდნენ, ეს ასწლიანი ადამიანი მათ წინაშე იდგა. მგონია, რომ დიდი სიხარულისა და გულითადობის გამო იგი მაშინ თავისი უძლურების ზემოთ აღმაღლდა და თითქოს ახალი ძალები მოეცა. მართლაც, ხშირად ხდება, რომ სულის ცხელი მოშურნეობა, როცა გაძლიერდება, სხეულის უძლურებას ამარცხებს. მაშ, მამამთავარი იდგა, როგორც მონა, თავისთვის უდიდეს პატივად მიაჩნდა, რომ სტუმრებისთვის მომსახურებისა და მათი ძნელი გზის შემდეგ მოსვენების ღირსი შეიქნა. ხედავ, რა დიდი იყო მართლის სტუმართმოყვარეობა? ნუ მხოლოდ იმას შეხედავ, რომ პურები და ხბო წარუდგინა, არამედ იფიქრე იმაზე, რა პატივისცემით, რა თავმდაბლობით ასრულ...

სრულად ნახვა