მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:9

8. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.9. და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.10. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა.
დაბადებისა თავი 18
9. და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...კეთეები შეიძინა თავისი სტუმართმოყვარეობით, მოსული სტუმარი ბოლოს გამოაცხადებს თავის თავს და ნელ-ნელა უჩვენებს მართალს თავისი ძალმოსილების სიდიადეს. რომ დაინახა, რომ აბრაამი მუხასთან იდგა და დგომით სტუმრებს განსაკუთრებულ პატივსა და მსახურების მზადყოფნას უჩვენებდა, სტუმარი ეუბნება: „სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი?" (). და ასეთმა კითხვამ მაშინვე გააცნობიერებინა, რომ მოსული ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, რადგან მისი ცოლის სახელი იცოდა. ხოლო მან პასუხა: „ესერა კარავსა შინა" (). და რაკი მოსულს, როგორც ღმერთს, სურდა ბუნებაზე აღმატებულის აღთქმა, თავად სარას სახელის მოხსენებით აჩვენებდა, რომ მის კარავში შესული ადამიანზე მაღლა იდგა. „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, — თქვა, — და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა" (). აი, სტუმართმოყვარეობის ნაყოფი, აი, გულმოდგინე მოშურნეობის ჯილდო, აი, სარას ღვაწლის საზღაური! „ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა". და ეს რომ მოისმინა, „განიცინნა მეტყუელმან თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს" (

სრულად ნახვა