...დ დაიშლები, რომლისგანაც აღებულიც ხარ. თუმცა სხეულებრივი ბუნება მოგეცი, ჩემი კაცთმოყვარეობით, მაგრამ ეს სხეული მიწისგანაა და ისევ მიწად იქცევა: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე". რომ ეს ასე არ მომხდარიყო, იმიტომ გამცნე ხისგან არ შეხებოდი, ვამბობდი რა: „რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ" (). მე ეს არ მინდოდა; მაგრამ, რადგან ჩემი მხრიდან ყოველივე გაკეთდა და შენ თავადვე მოიტანე ეს თავზე, არავის ადანაშაულო, გარდა საკუთარი უზრუნველობისა. აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება, რომელიც, თუ გნებავთ, მოკლედ გადავჭრით და სიტყვას დავამთავრებთ. „თქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან: რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; მაგრამ ჩანს, რომ ისინი ურჩობისა და გემოვნების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლეს. ეს გაუგებრობა მხოლოდ მათთვის ჩანს, ვინც ზედაპირულად უყურებს ამ სიტყვებს. მაგრამ ვინც კეთილი განზრახვით ისმენს, მისთვის ნათელია ნათქვამი და ყურადღებიანს არანაირი გაუგებრობა არ ეჩვენება. თუმცა მათ (ადამმა და ევამ) მრავალი წელი იცოცხლეს, მაგრამ იმ წუთიდან, რაც მოისმინეს: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე", სასიკვდილო განაჩენი მიიღეს, მოკვდავნი გახდნენ და, შეიძლება ითქვას, მოკვდნენ. ამას მიუთითებდა საღვთო წერილი, როცა ამბობდ...
დაბადებისა 2:17
16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.18. და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.
დაბადებისა თავი 2