1. სულიერი საუნჯე და გველის მზაკვრობა (2:25-3:1)
დღეს მსურს გაგიხსნათ, საყვარელნო, სულიერი საუნჯე, რომელიც გადანაწილებისას არასოდეს ილევა, ყველას ამდიდრებს და სულაც არ მცირდება, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. და თუ ხელშესახები საუნჯიდან ვინმეს მცირე ნაწილიც კი რომ მიიღოს, დიდ სიმდიდრეს შეიძენს; ისე საღვთო წერილშიც მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი ძალა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრე მოინახოს. ასეთია ამ საუნჯის თვისება: მიმღებთ ამდიდრებს და თავად არასოდეს იკლებს, რადგან უხვად გადმოადინებს...