ამრიგად, როცა ყოველი ცხოველი უკვე შექმნილი იყო და პირველქმნილისგან სახელები მიეღო, კაცთმოყვარე უფალი, თავის მიერ შექმნილისთვის ყოველივეს მომწყობი, მისი მსგავს შემწეს ეძებდა; მისთვის მთელი ეს ხილული ქმნილება რომ შექმნა, ყოველივეს გარდა, ცოლსაც ქმნის. და შეხედე, რა ზედმიწევნითობით გვასწავლის (წერილი) ამ ქმნილების შექმნას. რადგან უკვე გვაუწყა, რომ (ღმერთს) ადამისთვის მისი მსგავსი შემწის შექმნა სურდა, და ზემოთაც ნათქვამი იყო: „უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი", და აქაც ამბობს: „არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი", — ამიტომ ცოლის შექმნა ადამის არსებისგან აღესრულება, როგორც ნათქვამია: „და დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა" (). ამ სიტყვათა ძალა დიდია; იგი ყოველ ადამიანურ გონებას აღემატება: ვერსხვაგვარად გაიგებ მათ სიდიადეს, თუ არა რწმენის თვალებით მათ განხილვით. „და დასდვა, — ნათქვამია, — ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს...
დაბადებისა 2:22
21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.
დაბადებისა თავი 2