...ას შემოაქვს. „და მოიყვანა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად" (). აი, როგორ ზრუნავს შექმნილ ადამიანზე! გუშინ ნეტარმა მოსემ გვიჩვენა, რომ „დაასხა ღმერთმან სამოთხე და დადვა მუნ კაცი" (), ესე იგი, ინება, რომ ადამიანს იქ ჰქონოდა საცხოვრებელი და სამოთხით ტკბებოდა. დღეს კვლავ გვიჩვენებს ღვთის გამოუთქმელ სიყვარულს ადამიანის მიმართ და იმავე სათქმელს იმეორებს: „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა" (). არ თქვა მხოლოდ: „სამოთხესა მას", არამედ დაუმატა: „საშვებელისასა", რათა ის მაღალი ტკბობა გვეჩვენებინა, რომელმაც ადამიანი იქ ცხოვრებით გრძნობდა. ხოლო, რომ თქვა: დაადგინა „სამოთხესა მას საშვებელისასა", მოსე ამბობს: „საქმედ მისა და დაცვად". დიდი მზრუნველობა ამაშიც ჩანს. რადგან სამოთხის ცხოვრება ადამიანს სრულ ტკბობას ანიჭებდა, ჭვრეტის სიამოვნებასაც და გემოვნებისასაც, — იმისთვის, რომ ადამიანი ზედმეტი მოსვენებისგან არ გაფუჭებულიყო („ფრიად უკეთურებასა ასწავებს უქმობაჲ" (
დაბადებისა 2:8
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
..., რათა მას, ვისაც მათი გამოყენება უნდოდა, უკვე მზა სამსახური ჰქონოდა, ისე სხეულიც სულზე ადრე შეიქმნა, რათა, როცა ღვთის გამოუთქმელი სიბრძნით სული შეიქმნებოდა, სხეულის მოძრაობით თავისი მოქმედების ჩვენება შესძლებოდა. „და დაასხა, — ამბობს, — ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა" (), — უკვე აჩვენა რა თავისი კაცთმოყვარეობა და არსებობა მიანიჭა მას, ვისთვისაც მთელი ხილული ქმნილება შექმნა. ყოველთა უფალი მაშინვე იწყებს მისი ქველმოქმედებებით აღვსებას. „და დაასხა ღმერთმან, — ამბობს, — სამოთხე ედემისა აღმოსავალით". აქაც, საყვარელო, შეხედე, რომ, თუ (წერილის) სიტყვებს ღვთისთვის შესაფერისად არ გავიგებთ, აუცილებლად ღრმა უფსკრულში ჩავვარდებით. რას იტყოდნენ ამ გამონათქვამის შესახებ ისინი, ვინც ღვთის შესახებ ნათქვამს ადამიანურად ბედავენ გაგებას? „და დაასხა, — ამბობს, — ღმერთმან სამოთხე". მაშ, მითხარი, ნუთუ ბარი და მიწათმოქმედება, და სხვა საქმეც დაჭირდა სამოთხის მოსაწყობად? ნუ იყოფინ! აქაც სიტყვა „დაასხა" ისე უნდა გავიგოთ, რომ (ღმერთმა) ბრძანა, რომ მიწაზე სამოთხე ყოფილიყო, რათა მასში შექმნილი ადამიანი ეცხოვრა. რომ ნამდვილად ადამიანისთვის შექმნა ღმერთმა სამოთხე, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს თვით წერილი: **„...
...? არა; ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ხშირად ერთ წამში დიდ სივრცეს გარბენენ და არასოდეს ერთ ადგილზე არ დგანან, არამედ თავიანთ სვლას აღასრულებენ, რაც უფლისგან აქვთ დანიშნული. მაშ, რას ნიშნავს „დასხნა"? ნიშნავს: ბრძანა, ცაზე ყოფილიყვნენ. წერილი, როგორც შემდეგ ვნახავთ, სხვაგან ამბობს, რომ ღმერთმა ადამი სამოთხეში „დასვა" (), არა იმ აზრით, რომ სამოთხეში ჩაამაგრა, არამედ იმ აზრით, რომ ბრძანა, სამოთხეში ყოფილიყო. ამგვარადვე ვარსკვლავებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა ბრძანა, ცის სამყაროზე ყოფილიყვნენ და თავიანთი ნათელი მიწაზე ეფრქვიათ. დაფიქრდი, საყვარელო, ნუთუ ყოველგვარ მდელოსა და ბაღზე უფრო სასიამოვნო არ არის ღამით ვარსკვლავიანი ცის ყურება, — როგორ არის იგი მრავალფეროვანი ვარსკვლავებით, თითქოს ყვავილებით, შემკული, და როგორ ასხივებენ ეს ვარსკვლავები მიწაზე სიუხვეს ნათლისა? ისინი სწორედ იმისთვის არიან დანიშნულნი, რომ მიწას ანათებდნენ და დღე-ღამეს განაგებდნენ, რაც საერთოდ ითქვა დიდი მნათობების შესახებაც. ორი მნათობისა და ვარსკვლავების შექმნის თხრობისის შემდეგ, მოსე ყველაფრის შესახებ საერთოდ ამბობს: „და მთავრობდენ დღესა და ღამესა", „და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა". როგორც დღისით არ ჩანს ცაზე მორბენალი და თავიანთ გზას მავალი ვა...