...წავეყვანა, ვფიქრობდი, ამით მასაც და მასაც პატივს მივაგებდი. მაშ, „ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" ნუთუ, ამბობს, დამღუპავ მე, ვინც ეს სიმართლის სინდისით გავაკეთე? შემდეგ, თავისი სიტყვების ახსნისას, კიდევ ამბობს: „არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს?" (). შეხედე, რა ერთსულოვნება და თანხმობა ჰქონდათ: თავად, ამბობს აბიმელიქი, მითხრა ეს და მანაც დაადასტურა მისი სიტყვები. „გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე", ამბობს, — ურჯულო რამის ჩადენის განზრახვის გარეშე; ნებადართული, შესაძლებელი საქმე გავაკეთე, რაშიც არაფერი სამხილავია. რა პასუხი გასცა კაცთმოყვარე უფალმა? „და ჰრქუა მას ღმერთმან ძილსა შინა" (). შეხედე, რა შემწყნარებლობას იჩენს უფალი, ყველაფერში თავის სახიერებას ავლენს. „მეცა ვიცი, — ამბობს, — რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე". ვიცი, ამბობს, რომ მათ თავად მოაწყვეს ეს ჩანაფიქრი და, რომ შენ ეს მათი სიტყვებით მოტყუებულმა გააკეთე; და სწორედ იმიტომ, რომ მათმა მოტყუებამ შეცოდებამდე არ მიგიყვანა, „გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ". დიდია მოწყალება ამ სიტყვებში, დიდია უფლის კაცთმოყვარეობა! ჩემ წინააღმდეგ, ამბო...
დაბადებისა 20:5
4. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?5. არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.6. და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.
დაბადებისა თავი 20