მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 21:13

12. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.13. ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.14. ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
დაბადებისა თავი 21
13. ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და ღვთის განგება აგარის მიმართ (21:12-20):

..., მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ რამე მოიმოქმედო. სხვანაირადაც არ იქნება შემდგომში. „რამეთუ ისაკისგან, მისგან შობილისგან, გეწოდოს შენ ნათესავად" (), და იგი იქნება შენი მემკვიდრე. „ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს" (). ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც იგი გეუბნება, და დაუჯერე მის სიტყვებს. შეხედეთ ახლა, რა მშვიდობა, რა ერთსულოვნება დამყარდა მათ თანაცხოვრებაში, როგორც კი ღვთის სახიერებამ მათი კავშირი განამტკიცა. „აღდგა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს; და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ, და განვიდა იგი" (). კვლავ შენიშნეთ მართლის დიდი კეთილგონიერება და ის, თუ როგორ ავლენს ყველაფერში ღვთისმოსავ განწყობას. როცა სარრას სიტყვები მოისმინა — „განაძე მჴევალი და ძე მისი" — ეს უსიამოვნოდ მოეჩვენა, რადგან ისმაელის მიმართ სიყვარული იგრძნობოდა. მაგრამ როცა უფალმაც იგივე უბრძანა, მაშინვე აღასრულა ბრძანებული და ბუნებრივი სიყვარული დაივიწყა; ფიქრობდა, რომ, როგორც კი ღმერთი ბრძანებს, ყოველი ვნება უნდა განქარდეს, რადგან მბრძანებელი ბუნების უფალია. მაშ, მხევალ...

სრულად ნახვა