...ენს გარშემო და დაინახავ შენ მიერ წინასწარ ნათქვამ ვერძს; ის შეწირე ყოვლად დასაწველად ძის ნაცვლად. „და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა" (). ვხედავდი, ამბობს ღმერთი, ღვთისმოსაობას შენს გულში: აი, მომიმზადებია შენთვის ის, რაზეც წინასწარ უთხარი ძეს. „და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა". ხედავ ღვთის კაცთმოყვარეობას? მსხვერპლიც შეწირულია, მამამთავარმა თავისი სულის ღვთისმოსაობაც აჩვენა, მხოლოდ თავისი კეთილი განზრახვისთვის მიიღო გვირგვინი და, ძე დაიბრუნა რა, აურაცხელი გვირგვინებით დაბრუნდა. ეს ყველაფერი ქრისტეს ჯვრის წინასახე იყო. ამიტომაც ქრისტე ეუბნებოდა იუდეველებს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (). როგორ იხილა ამდენი წლის წინ მცხოვრებმა ადამიანმა? წინასახით, ჩრდილით. როგორც აქ ვერძი ისაკის ნაცვლად შეიწირა, ისე სიტყვიერი კრავიც მთელი სოფლისთვის შეწირულ იქნა მსხვერპლად. ჭეშმარიტება ჩრდილით უნდა წინასახებულიყო....
დაბადებისა 22:13
12. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.13. და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა.14. და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა".
დაბადებისა თავი 22