მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 22:2

1. და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე.2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.
დაბადებისა თავი 22
2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)

დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი კაცთმოყვარეობისა. „და იყო, — ამბობს წერილი, — შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ". რას ნიშნავს ეს სიტყვები: „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ?" შეხედე, როგორ სურს საღვთო წერილს თავად ამ სიტყვებითვე მართლის სათნოება გამოგვიცხადოს. ღვთისგან აბრაჰამზე მოვლინებული გამოცდის შესახებ თხრობის დაწყებამდე, წერილი წინასწარ გვანიშნებს თავად იმ დროს, როცა მამამთავარს ისაკის მსხვერპლად შეწირვის ბრძანება მიეცა, რომ შენ სრულად შეიცნო მამამთავრის დიდი მორჩილება და ის, რომ იგი არაფერს მიიჩნევდა ღვთის სათნოყოფაზე...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთის სიყვარული და ქვრივთა ნუგეში:

...ათ? უთუოდ იმიტომ, რომ სიცოცხლის დროსაც ღმერთს აყენებდა წინ. ხომ უთხრა კიდეც. „...შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ." () - და მანაც შესწირა. რატომ მიიყვანა სარრა ასეთ სიბერემდე? იმიტომ, რომ მისი სიცოცხლის დროსაც ღმერთს უფრო უსმენდა, ვიდრე მას. ამიტომაც ეუბნებოდა მას ღმერთი: „...ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ..." ().

მაშინ არც ქმრის სიყვარულის გამო, არც ცოლის გამო და არც შვილის მფარველობის გამო ვინმე ღმერთს განარისხებდა. ახლა კი, რადგან ქვევით მივექანებით, მეტისმეტად დაცემულნი ვართ, მამაკაცებს ცოლები ღმერთზე მეტად გვიყვარს და ქალები ქმრებს ღმერთზე მეტად ვაყენებთ წინ, ამიტომ იგი ჩვენს უნებლიეთაც გვიზიდავს თავისადმი ლტოლვაში. ნუ გეყვარება ქმარი ღმერთზე მ...

სრულად ნახვა