მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 23:6

5. მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.7. აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.
დაბადებისა თავი 23
6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

...ა, ქეტის ძეთაგან იყიდა მინდორი და გამოქვაბული. ხოლო რომ ქანაანის მცხოვრებლებში დიდი პატივით სარგებლობდა, მოისმინე, რას ეტყვიან ქეტის ძენი: „რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ" (). მაგრამ შეხედე, როგორ ასწავლის მართალი მათ თავისივე საქციელით — არ დათანხმდა მათგან საფლავი აეღო, ვიდრე სათანადო ფასს არ გადაიხდიდა. თუმცა თქვენ, ამბობს, ასეთ კეთილგანწყობას მიჩვენებთ, მაგრამ მე არ ვთანხმდები თქვენგან საფლავი მანამ ავიღო, ვიდრე სათანადო ფასს არ გადავიხდი. და, ნათქვამია, ფასი გადაიხადა, საფლავი აიღო „და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა" (დაბ 23:16, 19). ამგვარად, ასეთი სახელგანთქმული და პატივცემული კაცი, რომელსაც ღვთის ასეთი სიახლოვე ჰქონდა და ყველასგან, ვინც იმ ადგილას ცხოვრობდა, ასეთი ყურადღებით სარგებლობდა, — ქეტის ძენი მეფესაც კი უწოდებდნენ — ერთი მტკაველი მიწაც კი არ ეკუთვნოდა. ამიტომაც ნეტარი პავლე, ამ მართლის სათნოებას აქებს რა, წერდა: **„სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავ...

სრულად ნახვა