მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:21

20. და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.
დაბადებისა თავი 25
21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21):

...თხრო, რამდენი წლისა იყო ისაკი, და შემდეგ გვამცნობს მისი ცოლის, რებეკას უნაყოფობის შესახებ. მიაქციე ყურადღება მართლის ღვთისმოსაობას: როგორც კი ბუნების ნაკლი დაინახა, ბუნების შემოქმედს მიმართა და ლოცვის ძალით ეცადა მისი ბორკილების ახსნა. „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო" (). უწინარეს ყოვლისა, აქ ის უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რატომ იყო იგი უნაყოფო, მაშინ, როცა თავადაც და მისი ქმარიც საკვირველი ცხოვრების ადამიანები იყვნენ და ორივე დიდ უმანკოებას იცავდა? მათ ცხოვრებას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ და ვერ ვიტყვით, რომ უნაყოფობა ცოდვათა შედეგი იყო. და რაც საკვირველია — არა მხოლოდ რებეკა იყო უნაყოფო, არამედ მართლის დედაც, სარა; და არა მხოლოდ მისი დედა, არამედ რძალიც — ვგულისხმობ რაქელს, იაკობის ცოლს. რას ნიშნავს უნაყოფოთა ეს თავშეყრა? ყველანი მართალნი არიან, ყველანი სათნონი, ყველას მიუღიათ ღვთისგან თავიანთი სიმართლის მოწმობა. მათზე ხომ ამბობდა ღმერთი: „მე ვარ... ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (). და ნეტარი პავლეც ამბობს: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად" (). ახა...

სრულად ნახვა