1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21)
კვლავ მსურს ჩვეულ ტაბლასთან მიგიყვანოთ და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ, უფრო სწორად კი — სულიწმიდის სიტყვებით, რადგან მოსე თავისი თხრობისას არა თავისით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით გვამცნობს. ვნახოთ, დღესაც რას გვასწავლის. მართალთა ცხოვრების თხრობას ხომ არა უმიზეზოდ და უმიზნოდ გვიყვება, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მივბაძოთ და მათი სრულქმნილების მიმდევარნი ვიყოთ. მამამთავრის (აბრაჰამის) ცხოვრების გარემოებათა...