მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:23

22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.24. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.
დაბადებისა თავი 25
23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33):

...ტარებო. სხვა ადგილას კი საღვთო წერილი მღვდელს ანგელოზს უწოდებს, რითაც აჩვენებს, რომ მღვდელი იმას აუწყებს, რასაც სულიწმიდის მადლი შთააგონებს. მაშ, უფალმა მღვდლის მეშვეობით უთხრა მას: „ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა" (). ეს წინასწარმეტყველება ცხადად უხსნიდა მას მომავალ მოვლენებს. ყრმები, მუცელში თავიანთი ძლიერი მოძრაობებით, უკვე ზუსტად წინასწარ აუწყებდნენ ყოველივეს. და ახლა თავად დედაკაცმა შეიტყო არა მხოლოდ ის, რომ ორ ყრმას შობდა, არამედ ისიც, რომ ისინი ხალხებად იზრდებოდნენ და რომ უმცროსი უფროსზე იბატონებდა. და როცა, ამბობს წერილი, შობის დრო მოვიდა, „გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი, და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ" (დაბ 25:25–26). ღმერთმა თავიდანვე თითქოს დაანიშნა, რომ მისი წინასწარმეტყველებით უმცროსი უფროსზე იბატონებდა. იაკობს, ნათქვამია, ხელით ესავის ქუსლი ეჭირა; ეს კი ნიშანი იყო იმისა, რომ ძლიერად მიჩნეულს სძლევდა. და შენიშნე, როგორ წინასწარ ანიშნებს საღვთო წერილი შემდგომში აღსასრულებელ მოვლენებს, როცა თავ...

სრულად ნახვა