მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:26

25. და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.26. და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.
დაბადებისა თავი 25
26. და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ისაკის ოცწლიანი ლოცვა და მისი ნაყოფი (25:21-26):

...დრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო"** (), — რათა ამ მთელ დროში გასული წლების რაოდენობა შევიტყოთ, აღნიშნავს იმასაც, რამდენი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკას შვილები შეეძინა: „და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა" (). მაშ, თუ ორმოცი წლისა იყო, როცა ცოლი მოიყვანა, და სამოცისა — როცა ცოლმა შვა, აშკარაა, რომ ოცი წლის განმავლობაში ევედრებოდა ღმერთს და ამგვარად აღძრა რებეკას უნაყოფო საშო შვილოსნობისკენ. ხედავთ ლოცვის ძალას — როგორ შეძლო თავად ბუნების დაძლევაცაც? მივბაძოთ ისაკს ჩვენც ყველანი: ასევე მუდმივნი ვიყოთ ლოცვებში, ფხიზელი სულით, შემუსვრილი გულით. მოვისმინოთ პავლეს შეგონება: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). ვეცადოთ, ყოველთვის თავისუფალნი ვიყოთ სულიერი შფოთისგან და გონება მშვიდობაში ვინარჩუნოთ, განსაკუთრებით ლოცვის ჟამს, როცა ღვთის განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა გვჭირდება. თუ იგი ხედავს, რომ ლოცვას თავისივე დადგენილი კანონებით აღვასრულებთ, მალე მოგვანიჭებს თავისი ნიჭების სიუხვეს, რომელთა ღირსნიც გავხდეთ ჩვენ ყველანი....

სრულად ნახვა