მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:13

12. ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.13. ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.14. ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.
დაბადებისა თავი 27
13. ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. რებეკას სიბრძნე და იაკობის მორჩილება (27:11–19):

...იტომ ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა ძის შიში გააქაროს და გაბედულება შთაუნერგოს, ისე, რომ ეს ჩანაფიქრი აღასრულოს. მას არ ჰპირდება, რომ მამის მოტყუებასა და დაფარვას შეძლებს; არამედ რა? „ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი, — ამბობს, — გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ“ (). თუნდაც რამე ისეთი მოხდეს, შენ თავად ვერანაირ ზიანს არ მიიღებ. ამიტომ ნუ გეშინია, არამედ თამამად „ისმინე ჴმისა ჩემისა“ და გააკეთე ის, რასაც გირჩევ. ჭეშმარიტად, დედის სიყვარული იმაშია, რომ ყველაფრის ატანა მზად იყოს შვილის გულისთვის. ასეთი სიტყვებით შეძლო მან ძეში შიშის მოსპობა. „ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა. და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა. და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა. და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა. და შეართუა იგი მამასა თჳსსა“ (დაბ 27:14–18). აქ ყურადღება მიაქციე სიყვარულთან ერთად რებეკას დიდ სიბრძნესაც. ზემოთ ნათქვამი იყო, რომ ერთი (მისი ძეთაგანი)...

სრულად ნახვა