...ას აწარმოებენ იმაზე, რაც შორეულ მომავალში მოხდება: „თუ უშვილოდ მოკვდება, თუ შვილებს დატოვებს" — და სხვა ამგვარი. მაგრამ იქ ძველად არაფერი ასეთი არ იყო: მამამ თითოეულ ასულს თითო მხევალი მისცა და ასე გაატანა ქალიშვილები. „და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა" (). რადგან თავიდანვე ძლიერ შეიყვარა იაკობმა რაქელი მისი სილამაზისთვის და ძნელად მიაღწია სასურველს, ამიტომაც უყვარდა იგი, როგორც ნათქვამია, ლიაზე მეტად. ამგვარად, რაქელის სილამაზემ სიყვარული აღუძრა. მაგრამ შენიშნე აქაც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა — როგორ ნელ-ნელა მოჰყავს თავისი აღთქმები აღსრულებამდე. მან თქვა: „აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (), გაგამრავლებო; და ახლა ყველაფერს ასე აწყობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოისმინე, რა ნათლად ამბობს ამას თავად საღვთო წერილი: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე" (დაბ 29:31–32). შენიშნე ღვთის განგებული სიბრძნე: რადგან ერთი ქმრის კეთილგანწყობას სილამაზით იზიდავდა, ხოლო მეორე, სილამაზემოკლებულ...
დაბადებისა 29:30
29. და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად.30. და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.31. და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.
დაბადებისა თავი 29