მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:22

21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.
დაბადებისა თავი 3
22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ფუფუნება და სამოთხიდან განდევნა (3:22-23):

...შემდგომზე. „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა" (). შეხედე კვლავ ღვთის შემწყნარებლობას. „და თქუა, — ამბობს წერილი, — უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა". ხედავ, რა მარტივი სიტყვებია? ეს ყოველივე ღვთისთვის შესაფერისად გავიგოთ. ამ სიტყვებით (წერილი) იმ მოტყუებას გვახსენებს, რომლითაც ეშმაკმა გველის მეშვეობით (პირველი ადამიანები) მოატყუა. ეშმაკმა უთხრა მათ, რომ „რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი... იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი" (), და ისინი, ღმერთის თანასწორობის იმედით, გემოს გასინჯვა გაბედეს; ამიტომ ღმერთიც, სურს რა მათი გამოფხიზლება, ცოდვის შეგნებამდე მიყვანა და ურჩობის სიდიდისა და მოტყუების ზომაზე მეტობის ჩვენება, ამბობს: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი". ეს სიტყვები დიდ შერცხვენას გამოხატავს, რომელიც დამნაშავეს უნდა დაეცეს. იმიტომ, ამბობს ღმერთი, უგულებელყავი ჩემი მცნებ...

სრულად ნახვა