...** (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება! ეკითხება არა იმიტომ, რომ არ იცის; არა, ის კაინთანაც ისევე მოიქცა, როგორც მის მამასთან: არაფერი გვიშლის ხელს, კვლავ ვთქვათ ამის შესახებ. მართლაც, როგორც იმას (ადამს), სირცხვილით თავს მალავს რომ ხედავდა, ეკითხებოდა: „სადა ხარ?" (), არა უცოდინრობით, არამედ სურდა მისი გამხნევება, რათა ცოდვის აღსარებით თავისი შეცოდება განებანა (მისთვის ხომ თავიდანვე და დასაწყისიდანვე ჩვეულია ჩვენგან ცოდვათა აღსარება მოითხოვოს და მიტევება მოანიჭოს), — ისე ახლაც კაინს ეკითხება და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" კაცთმოყვარე მეუფე არმცოდნეობის სახეს იღებს იმიტომ, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი კითხვით ცოდვის აღსარებისკენ წაქეზოს, და, რომ მან გარკვეული მიტევება და კაცთმოყვარეობა მიიღოს. „სადა არს ძმაჲ შენი, აბელ?" მაშ, რას (ამბობს) უგუნური, უგრძნობი, ჯიუტი და უსირცხვილო? მას უნდა დაეფიქრებინა, რომ არა არმცოდნეობით ეკითხებოდა, არამედ იმისთვის, რომ მისგან აღსარება მოესმინა და ჩვენთვისაც ესწავლებინა, საქმის გარჩევამდე ჩვენი ძმების მიმართ განაჩენი არ გამოგვეტანა; უნდა დაეფიქრებინა უფლის მზრუნველობაზე, — როგორ ინდომა მისი ჩანაფიქრისგან შეჩერება და, სულის განზრახვის მცოდნე...
დაბადებისა 3:9
8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?10. და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.
დაბადებისა თავი 3