მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 30:2

1. და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.2. განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.3. ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.
დაბადებისა თავი 30
2. განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...რამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალს დიდ სიუხვეში ხედავდა რა, აღარ სურდა, როგორც ადრე, მასთან მოპყრობა. „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა". ხედავ, რა დიდია მართლის სიმშვიდე და რა დიდი უმადურობაა მათგან; როგორ, შურის დაშრეტისის მცდელობის ნაცვლად, მამის სულიც აღაშფოთეს? შეხედე შემდეგ, რა გამოუთქმელია ღვთის მზრუნველობა, რა მოწყალებას იჩენს, როცა ხედავს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. ღმერთი, მათი სიძულვილი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მ...

სრულად ნახვა
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რაქელის შური და მხევალთაგან შობილი ძენი (29:34–30:13):

...მდენი შვილი, ხოლო მას ჯერ ერთიც არ შობია, — და ქმარს ეუბნება: „მეც მე შვილი"; მერე, დაშინების სურვილით, მატებს: „უკუეთუ არა, მოვკუდე მე". რა თქვა ამაზე ღვთისმოშიშმა იაკობმა? „განურისხნა, — ნათქვამია, — იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა" (). რას ამბობ, ბუნების მპყრობელი რომ დაივიწყე და მე მაყვედრებ? მან დაგაკლო შვილი; რატომ არ ევედრები იმას, ვისაც შეუძლია ბუნების ნაყოფიერება გახსნას და საშოს შვილოსნობის უნარი მისცეს? იცოდე, რომ მან დახშო შენი საშო და შენს დას ასეთი ნაყოფიერება მიანიჭა. მაშ, ნუ მოითხოვ ჩემგან იმას, რისი მოცემაც ჩემს ძალაში არ არის. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, შენ მირჩევნია, რადგან შენდამი მეტი კეთილგანწყობა მაქვს. მაგრამ, რადგან ვერანაირად ვერ შეგეწევი, თუნდაც ათასჯერ მეტად მეყვარო, შენდობით მიმართე იმას, ვინც უნაყოფობას მოჰგვრის, მაგრამ მისი მოხსნაც შეუძლია. შეხედე, როგორ გონიერია მართალი: ცოლის სიტყვებით რისხვამოსილმაც კი ასეთი დიდი სიბრძნით მიუგო; გულდასმით ასწავლა, მიზეზი აუხსნა, რომ უფალი დავიწყებული არ ჰყოლოდა და სხვისგან არ მოეთხოვა ის, რისი ბოძებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ამგვარად რომ გაიგო, რომ ღვთისგან არის შვილოსნობამო...

სრულად ნახვა