მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:7

6. მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა.7. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა.8. მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ".
დაბადებისა თავი 35
7. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13)

თუ გნებავთ, დღესაც წინათ წაკითხულის გაგრძელებას მივუბრუნდეთ და შემდგომი თხრობიდან შეგონება შემოგთავაზოთ. იაკობის ამბავს დღესაც საკმარისად შეუძლია გვაჩვენოს, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ამტკიცებდა მას ღმერთი თავისი აღთქმებით, მისი კეთილგონიერების საზღაურად. წინა თხრობაში საღვთო წერილი გვიამბობდა, თუ როგორ დატოვა იაკობმა, ღვთის ბრძანებით, სიქემი თავის ძეთა საქციელის გამო და ლუზას მიაშურა. „და აღაშენა, — აგრძელებს წერილი, — მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა". ეს რომ ბრძანა მართალს და სიქემელთა მოკვლის გამო მისი შიშისგანაც გაათავისუფლა, ღმერთმა, ნათქვამია, იმ ქალაქების მცხოვრებთ ისეთი შიში მოჰგვარა, რომ იაკობს არ დაედევნენ. შეხედე, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ზრუნავდა მასზე! ღმერთმა შიშით მოიცვა იმ ქალაქების მცხოვრებთა სულები, რომ არ დასდევნებოდნენ მას. სავარაუდოდ, მათ სიქემელთა შურისძიება სურდათ. მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი მართლის ნების...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის