მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 37:11

10. შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?11. და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.12. და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.
დაბადებისა თავი 37
11. და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იოსების წინასწარმეტყველური სიზმრები (37:5-14):

სწორედ ამ ვნებამ — შურმა — თავიდანვე კაინი ძმის მკვლელობამდე მიიყვანა. როგორც იოსების ძმებმა, მამის სიყვარულის გამო, სიძულვილი შეიპყრეს, ბოროტი განზრახეს და ყოველდღე მისი მოკვლისთვის მზად იყვნენ, ასევე კაინმა, ძმის ძღვენი რომ ღვთისთვის უფრო სათნო იყო მისაზე, ძმის მოკვლა გადაწყვიტა და ეუბნება: „განვიდეთ ზოგად ველად" (). ხედავ, რომ ესეც — აბელი — არანაირი ეჭვის გარეშე, ყველაფერში ძმას ენდობა და მიჰყვება, და ყოველგვარი მოლოდინის გარეშე დანაშაულებრივი ხელის მსხვერპლი ხდება. ასევე საკვირველი იოსებიც, ძმების ბოროტი განზრახვას რომ ვერ ამჩნევდა, მათთან ძმურად ექცეოდა და თავის სიზმრებს უამბობდა, რომლებშიც ღმერთი მისი მომავალ სიდიადეს და ძმების მისადმი დამორჩილებას აცხადებდა. „ჩუენებაჲ იხილა იოსებ, — ამბობს წერილი, — და უთხრა ძმათა თჳსთა. და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა. მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა. ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის