შენიშნე, როგორც ადრე რუბენმა მცირე ბოროტებით უფრო დიდი აიცილა, ასე ახლაც იუდა ძმის გაყიდვას ურჩევს, რომ სიკვდილისგან იხსნას. ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც აღსრულებულიყო საღვთო წინასწარმეტყველებანი და ძმებიც ღვთის განგებას ემსახურებინათ. იუდას რჩევა მიიღეს და ჯურღმულიდან „აღმოიყუანეს იოსებ... და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა" (დაბ 37:27–28). რა დანაშაულებრივი გარიგება! რა დამღუპველი სარგებელი! რა ურჯულო გაყიდვა! თქვენ გადაწყვიტეთ იმის გაყიდვა, ვინც სისხლით ნათესავია, ვინც მამას ასე უყვარს, ვინც სანახავად მოვიდა, ვინც არასოდეს არაფრით შეგცოდათ — და ბარბაროსებს მიჰყიდით, ეგვიპტისკენ მიმავალთ? რა უგუნურებაა! რა სიძულვილი! რა შური! თუ ამას სიზმრების შეშინებულნი აკეთებთ, იმ დარწმუნებით, რომ ისინი აღსრულდება, მაშინ რისთვის შეუძლებელზე მისწრაფებით ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებთ, რომელმაც ეს წინასწარ უთხრა მას? თუ კი სიზმრებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ და ფუჭად მიაჩნიათ, რისთვის სჩადით იმას, რაც საუკუნ სირცხვილს მოგაწევთ, მამას კი დაუსრულებელ მწუხარება მოაწევთ? ო, ვნების ძალა, ანუ უკეთ ვთქვათ,...
დაბადებისა 37:32
31. ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა.32. და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა.33. და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.
დაბადებისა თავი 37