დაბადებისა 38:10
9. გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.10. ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.11. ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
დაბადებისა თავი 38