დაბადებისა 38:11
10. ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.11. ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.12. აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.
დაბადებისა თავი 38