მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 38:16

15. და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.16. და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.17. და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა.
დაბადებისა თავი 38
16. და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია, მათ უცხოტომელებს მიჰყიდეს, ხოლო ამათ ფარაონის მზარეულთმთავარს გადაჰყიდეს, მაგრამ, რადგან იოსებს ყოველივეში ზეგარდმო შეწევნა ჰქონდა, ყოველივე მისთვის ასატანი და მსუბუქი აღმოჩნდა. მინდოდა დღესაც იმავე თხრობის გაგრძელება და კვლავაც მისგან მოძღვრება შემოგთავაზებინათ. მაგრამ მასში კიდევ სხვა ზოგიერთი თხრობა შედის, რომელსაც ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ; რამდენადაც შესაძლებელია, ეს განვმარტოთ და შემდეგ კვლავ იოსების ისტორიას დავუბრუნდეთ. კერძოდ, რომელი თხრობა შედის აქ? ეს იუდას შესახებ არის. მან ცოლად შეირთო ქანანელის ასული სავანა და მისგან სამი ვაჟი შეეძინა. „და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის