...რომ არ ეცნოთ), „და მიაქცია მისა... და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა... ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე" (). მან თხის თიკნის გამოგზავნა აღუთქვა: „მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ... ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა" (). „და მისცა... ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი... და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან" ().
მაგრამ ამის მსმენელმა ნურავინ დაგმოს თამარი: როგორც უკვე ვთქვი, ის ამ შემთხვევაში ღვთის განგების იარაღი იყო, — რის გამოც არც იგი დაექვემდებარა რაიმე საყვედურს და არც იუდა განიკითხა. აქედან უფრო შორს რომ წახვალ, დაინახავ, რომ მისგან შობილი შვილებიდან მოდის იესო ქრისტეს საგვარეულო. გარდა ამისა, იუდას ორმა ვაჟმა ორი ერი წინასახა და იუდაური ცხოვრებისა და სულიერი ცხოვრების წინასახედ იქცა. მაგრამ ახლა ვნახოთ, როგორ გაირკვა იუდას წასვლის შემდეგ მალევე მთელი საქმე, და როგორ ადანაშაულებს იუდა საკუთარ თავს, თამარს კი ამართლებს. იგი, როგორც კი მიზანს მიაღწია, კვლავ სამოსელი იცვალა, იქიდან დაბრუნდა და თავის სახლში მოვიდა. ხოლო იუდამ, ამის არმცოდნემ, აღთქმა შეასრულა — თხა გაუგზავნა თამარს, რომ მისთვის...