...ამოჩნდა. „და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ" (), რადგან ეს სახელი „განკვეთას" ნიშნავს, შეიძლება ასევე ითქვას: „განყოფას". „და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი", ნიშნით მარჯვენა ხელზე; „და უწოდა სახელი მისი ზარა" (), რაც „აღმოსავალს" ნიშნავს. და, რომ ეს უბრალოდ არ მომხდარა, არამედ მომავლის სახე იყო, თავად საქმე აჩვენებს: ეს ბუნების წესით არ მომხდარა. როგორ შეიძლებოდა, რომ წითელი ძაფით შეკრული ხელი კვლავ დამალულიყო და გზა მეორისთვის გაეხსნა, საღმრთო ძალას რომ არ მოეწყო ეს და თითქოსდა ჩრდილში წინასწარ არ ეჩვენებინა, რომ თავდაპირველად ზარა გამოჩნდა, ანუ აღმოსავალი (ის ეკლესიის სახეა); და, როცა ის ოდნავ წამოჩნდა და უკან დაიხია, დაიწყო რჯულის დაცვა (რომელსაც ფარეზი აღნიშნავდა); მას შემდეგ, რაც ეს დიდხანს ჰქონდა ძალა, — კვლავ გამოჩნდა ის, ვინც თავდაპირველად უკან დაიხია, ანუ ზარა, და მთელმა იუდაურმა წესრიგმა ეკლესიას დაუთმო ადგილი. მაგრამ შესაძლოა, კვლავაც საჭიროა მოკლედ და უფრო ნათლად ავუხსნათ ეს. ისევე, როგორც ზარამ პირველმა გაიწოდა ხელი, ნოემ და აბრაამმა, ხოლო ნოეს წინ — აბელმა და ენოქმა ღვთისთვის ღვთის კეთილსათნოყოფისთვის დიდად იზრუნეს. მერე...
დაბადებისა 38:3
2. და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო.3. და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ.4. და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან.
დაბადებისა თავი 38