მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 39:10

9. და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?10. და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას.11. და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა.
დაბადებისა თავი 39
10. და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების უმანკოების ბრძოლა (39:6-10):

მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, ხედავდა, რომ მართალი წარმატებას აღწევდა და თითქოსდა მწუხარე გარემოებებით კიდევ უფრო დიდებული ხდებოდა, — კბილებს აღრჭენდა და შმაგდებოდა, და, რადგან მართლის დღითიდღე უფრო დიდი დიდების მოხვეჭის ხილვა არ შეეძლო, ღრმა უფსკრულს უთხრიდა, ქარაფს უმზადებდა, საიდანაც სრულ წარწყმედაში ჩაგდებას ფიქრობდა, ქარიშხალს აღძრავდა, რომელსაც საშინელ გემის ჩაძირვაში ჩაგდება შეეძლო. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სადგისს ეწინააღმდეგებოდა და ყოველივეს საკუთარ თავზე იზრახავდა. „და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა" (), — ნათქვამია. რისთვის არის ნათქვამი სხეულის სილამაზეზე? იმისთვის, რომ ვიცოდეთ: არა მხოლოდ სულის მშვენიერება ჰქონდა, არამედ სხეულისაც. ახალგაზრდობის ყვავილში იყო; კეთილი სახე და მშვენიერი პირი ჰქონდა. ხოლო ამას წინასწარ ამბობს საღმრთო წერილი იმის ასახსნელად, როგორ აცდუნებდა ჭაბუკის სილამაზით ტყვეული ეგვიპტელი ქალი მას უკანონო შეუღლებისკენ. „და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „შემდგომად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის