მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 39:21

20. და მოიყუანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.21. და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის.22. და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა.
დაბადებისა თავი 39
21. და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მადლი საპყრობილეში და სათნოების ძალა (39:17-23):

მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ, ასეთი სიმამაცის შემდეგ, რისთვისაც გვირგვინით შემკობა ეკუთვნოდა, დიდებით უნდა მოხსენიებულიყო, — ის კვლავ, ვითარცა დამნაშავე, ათას უბედურებას განიცდის. ამ ეგვიპტელმა ქალმა, სირცხვილისა და შეურაცხყოფის ვერამტანმა, რომელიც თავად დაიმსახურა, შეუძლებელი საქმის ჩამდენმა, უწინარეს ყოვლისა შინაურები მოიხმო, ჭაბუკი დაადანაშაულა, თავისი უგუნური სურვილი მას მიაწერა და ამგვარად ყველას მოტყუებას ცდილობდა. ასე მოქმედებს ჩვეულებრივ მანკიერება: ყოველთვის სათნოებას მტრობს და თავის დანაშაულებს მას აბრალებს. ასე მოიქცა ეს ქალიც: ჭაბუკს, ვითარცა გარყვნილს, სწამებდა, ხოლო თავს უმანკოების ნიღბით ფარავდა და ამბობდა, სამოსელი სწორედ ამიტომ დატოვაო, ხოლო თავად შეინახაო. ხოლო კაცთმოყვარე ღმერთი თავისი სულგრძელობით ამას იმისთვის უშვებდა, რომ მით უფრო ედიდებინა თავისი მსახური. როცა ქმარი მოვიდა, ეს ყოველივე დიდი ეშმაკობით მოუთხრო და, ჭაბუკის ბრალდებით, ამბობდა: „შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა" (). უბედურო და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის