მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 39:5

4. და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა, რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს.5. და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.
დაბადებისა თავი 39
5. და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ეგვიპტეში და ღვთის განგება (39:1-6):

ამრიგად, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა საღმრთო წერილში მოცემულს და ნურც ზედაპირულად შევჩერდებით მის გამონათქვამებზე; არამედ, სიღრმეში ჩაწვდომითა და იქ დაფარული სიმდიდრის შეცნობით, ვადიდოთ ჩვენი უფალი, რომელიც ყოველივეს ესოდენ დიდი სიბრძნით განაგებს. თუ არ ვისურვებთ ყოველი აქ აღწერილი მოვლენის მიზეზებისა და მიზნების გამოკვლევას, მაშინ არა მხოლოდ მას დავგმობთ სისხლის აღრევისთვის მამამთილთან, არამედ აბრაამსაც დავაბრალებთ, რომ განზრახვით შვილის მკვლელი გახდა, — და ფინეესს, რომ ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო თუ თითოეულის საქმეს გულდასმით შევისწავლით, მაშინ არც მათ დავგმობთ და თავადაც დიდ სარგებელს მივიღებთ. რაც შეეხება ამ ისტორიას (იუდასა და თამარის ცხოვრებიდან), რამდენადაც შესაძლებელი იყო, თქვენთვის, საყვარელნო, განვმარტეთ.

ახლა, თუ არ დაღლილხართ და კვლავ გსურთ მოსმენა, მომდევნო მოვლენებსაც შევეხებით და საკვირველი იოსების თხრობას დავუბრუნდებით, რათა დღეს ნათქვამიდანაც დაინახოთ, რამდენს იტანდა ეს მამაცი მეომარი იმ სიზმრების შემდეგ, რომლებიც ძმებზე ბატონობასა და მთავრობას უწინასწარმეტყველებდნენ, როგორ გადადიოდა ერთი ბრძოლიდან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის