მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 39:6

5. და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.7. და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.
დაბადებისა თავი 39
6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ეგვიპტეში და ღვთის განგება (39:1-6):

ამრიგად, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა საღმრთო წერილში მოცემულს და ნურც ზედაპირულად შევჩერდებით მის გამონათქვამებზე; არამედ, სიღრმეში ჩაწვდომითა და იქ დაფარული სიმდიდრის შეცნობით, ვადიდოთ ჩვენი უფალი, რომელიც ყოველივეს ესოდენ დიდი სიბრძნით განაგებს. თუ არ ვისურვებთ ყოველი აქ აღწერილი მოვლენის მიზეზებისა და მიზნების გამოკვლევას, მაშინ არა მხოლოდ მას დავგმობთ სისხლის აღრევისთვის მამამთილთან, არამედ აბრაამსაც დავაბრალებთ, რომ განზრახვით შვილის მკვლელი გახდა, — და ფინეესს, რომ ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო თუ თითოეულის საქმეს გულდასმით შევისწავლით, მაშინ არც მათ დავგმობთ და თავადაც დიდ სარგებელს მივიღებთ. რაც შეეხება ამ ისტორიას (იუდასა და თამარის ცხოვრებიდან), რამდენადაც შესაძლებელი იყო, თქვენთვის, საყვარელნო, განვმარტეთ.

ახლა, თუ არ დაღლილხართ და კვლავ გსურთ მოსმენა, მომდევნო მოვლენებსაც შევეხებით და საკვირველი იოსების თხრობას დავუბრუნდებით, რათა დღეს ნათქვამიდანაც დაინახოთ, რამდენს იტანდა ეს მამაცი მეომარი იმ სიზმრების შემდეგ, რომლებიც ძმებზე ბატონობასა და მთავრობას უწინასწარმეტყველებდნენ, როგორ გადადიოდა ერთი ბრძოლიდან...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ს. რადგან თანასწორი არ არის — სატრფიალო იყო და უმანკოდ იცხოვრო, თუ ისე იცხოვრო, რომ არავინ გეცილებოდეს. გესმის, რას ამბობს წერილი იოსების შესახებ? რომ „იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა" (). რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის, ეს რომ გავიგეთ — რომ ლამაზი იყო იოსები? რათა მისი სილამაზე და წესიერება უფრო მეტად შევაქოთ.

ლამაზი შეგქმნა ღმერთმა? მაშ, რად ხდი თავს უსახურს? რადგან როგორც ვინმემ ოქროს ქანდაკს ჭუჭყიანი თიხა წაუსვას, სწორედ ისეთები არიან ისინი, ვინც ფერუმარილს იყენებენ; მიწას ისხურებ საკუთარ თავზე — ერთს წითელს, მეორეს კი თეთრს. „მაგრამ უსახურები ხომ მართებულად აკეთებენ ამას", — იტყვის ვინმე. რის გულისთვის, მითხარი? რათა უსახურობა დამალონ? მაგრამ უნაყოფოდ შრომობენ....

სრულად ნახვა