მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, ხედავდა, რომ მართალი წარმატებას აღწევდა და თითქოსდა მწუხარე გარემოებებით კიდევ უფრო დიდებული ხდებოდა, — კბილებს აღრჭენდა და შმაგდებოდა, და, რადგან მართლის დღითიდღე უფრო დიდი დიდების მოხვეჭის ხილვა არ შეეძლო, ღრმა უფსკრულს უთხრიდა, ქარაფს უმზადებდა, საიდანაც სრულ წარწყმედაში ჩაგდებას ფიქრობდა, ქარიშხალს აღძრავდა, რომელსაც საშინელ გემის ჩაძირვაში ჩაგდება შეეძლო. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სადგისს ეწინააღმდეგებოდა და ყოველივეს საკუთარ თავზე იზრახავდა. „და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა" (), — ნათქვამია. რისთვის არის ნათქვამი სხეულის სილამაზეზე? იმისთვის, რომ ვიცოდეთ: არა მხოლოდ სულის მშვენიერება ჰქონდა, არამედ სხეულისაც. ახალგაზრდობის ყვავილში იყო; კეთილი სახე და მშვენიერი პირი ჰქონდა. ხოლო ამას წინასწარ ამბობს საღმრთო წერილი იმის ასახსნელად, როგორ აცდუნებდა ჭაბუკის სილამაზით ტყვეული ეგვიპტელი ქალი მას უკანონო შეუღლებისკენ. „და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „შემდგომად...
დაბადებისა 39:7
6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.7. და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.8. ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა.
დაბადებისა თავი 39