მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:12

11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.13. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.
დაბადებისა თავი 4
12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...ლისაგან შენისა"** (). წყეული იქნები იმ მიწისგან, რომელიც შეიღება სისხლით, ასეთი ბოროტმოქმედებით და ასეთი უღმრთო ხელით დაღვრილით. შემდეგ საღვთო წერილი, წყევლას უფრო ნათლად განსაზღვრავს რა, ამბობს: „რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა" (). დიდია სასჯელი, მძიმეა რისხვის ტვირთი. იშრომებ, ამბობს, შენი მხრიდან ყველაფერს გააკეთებ ასეთი სისხლით ნასვარი მიწის დასამუშავებლად, მაგრამ ამ დიდი შრომის ნაყოფს ვერ მიიღებ; რა ძალისხმევაც არ უნდა გამოიჩინო, ყველაფერი უნაყოფო იქნება შენთვის. და სასჯელი ამაზეც არ შეჩერდება, არამედ „იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა". აჰა, კიდევ უდიდესი სასჯელი — მუდმივად სულთქმა და ძრწოლა. ვინაიდან შენ, ამბობს, ხორციელი ძალა და ასოთა სიმტკიცე ბოროტად გამოიყენე, ამის გამო მუდმივ სულთქმასა და ძრწოლას გისჯი, რათა არა მხოლოდ შენ თავად გქონდეს შენი უსჯულო საქციელის განუწყვეტელი შეხსენება, არამედ ყველა, ვინც შენ გიხილავს, შენი სახით, თითქოს ხმამაღალი ხმით, ისწავლოს მსგავს საქმეებს ხელი არ მოკიდოს, და შენზე დადებულმა სასჯელმა ყველას ჩააგონოს, რომ მიწა ასეთი სისხლით არ შეიღებოს. ამისთვის სწრაფ სიკვდილსაც არ გაძლევ, რათა შენი საქციელი დავიწყებას...

სრულად ნახვა